სამეგრელო.ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია „გაენათმა"
9 დეკემბერს, კინოთეატრ „ატრიუმის" წინ ადამიანის
უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქცია მოაწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ეკა
მაჭავარიანის თქმით, „გაენათი" ყოველწლიურად უერთდება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას, და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს.
მისივე თქმით, „ორგანიზაციასთან არსებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა საღამოს, სანთლებით დეკორაცია შექმნა და ქუჩაში
კონცერტი ჩაატარა, ვფიქრობდით, რომ თეატრალიზებული სახის აქციის გამართვით საზოგადოების ყურადღებას მივაპყრობდით ძალადობის
წინააღმდეგ". – განაცხადა ეკა მაჭავარიანმა.