თბილისი. პროექტის „შშმ პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ადამიანი გაჭირვებაში" ოფისში მოეწყო საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა.
ჯგუფის წევრებმა განიხილეს პროექტის შუალედური შედეგები და დაგეგმეს მომავალი აქტივობები.
პროექტის ,,„შშმ პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება" მიზანია შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014–2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში