თბილისი. 14 ოქტომბერს, საქართველოს ნაციონალური და რეგიონალური ტელემაუწყებლები შეუერთდნენ მაუწყებლებს შორის სპეციალურ შეთანხმებას. მემორანდუმის მიზანია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით არსებული თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურება.
„შეთანხმება გულისხმობს, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების, ასევე, ბავშვის უზენაესი ინტერესის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის დადასტურებას და მაუწყებლების შიგნით არსებული თვითრეგულირების მექანიზმების გააქტიურებას", ნათქვამია სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში