თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სამეგრელოში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური განსახლების ობიექტების შესახებ ბლოგპოსტს აქვეყნებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაინტერესდა, თუ რა პირობებში უწევთ იძულებით გადაადგილებულ პირებს კომპაქტური განსახლების ობიექტებში ცხოვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტების იმ ნაწილში არსებული მდგომარეობა, რომელთა რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებულა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge