შიდა ქართლი. სურამის I და III საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბებმა ჩაატარეს ერთობლივი დასუფთავების აქცია – ,,დავასუფთავოთ ქუჩები საარჩევნო პლაკატებისაგან''.
კლუბის წევრებმა, მას შემდეგ, რაც ხაშურის გამგებლისგან მიიღეს წერილობით ნებართვა დასუფთავების აქციის ჩასატარებლად, ითანამშრომლეს ერთმანეთთან და ერთობლივად დაგეგმეს საარჩევნო პლაკატებისგან გაეწმიდათ სურამის ქუჩები. მოსწავლეები სურამის ცენტრში შეიკრიბნენ 2 საათზე და საკუთარი ძალებით განახორციელეს ინიციატივა.
დასუფთავების აქცია გაგრძელდა 3 საათი - დასუფთავებულ იქნა დ.აღმაშენებლის ქუჩის დიდი ნაწილი და სურამის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. კლუბის წევრების ამ აქციის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე დამეგობრდნენ და იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი ერთობლივი აქტივობები კვლავაც გაგრძელდება და სისტემატიურ სახეს მიიღებს.