სამცხე–ჯავახეთი. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის სამოქალაქო კლუბმა.
სამოქალაქო კლუბისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ერთ–ერთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვს პორტალური კომპიუტერი გადაეცა, ხოლო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გოგონას გონების გასავარჯიშებლად ილუსტრირებული წიგნი უსახსოვრა.