თბილისი. „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" მიიჩნევს, რომ ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვანი ინფორმაციები გასაიდუმლოებულია.
„EMC-მ ასევე სცადა ინფორმაციის მიღება ახლადშექმნილი სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების რაოდენობისა და შესაბამისი დანაშაულების შესახებ. თუმცა, სამსახურმა ინფორმაცია არ მოგვაწოდა და მიგვითითა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებულ სტატისტიკურად დამუშავებულ მონაცემებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge