თბილისი. სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა არასრულწლოვანთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ანგარიში მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებს შეეხება.
„მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზრუნვის მიწოდების ხარისხი განსხვავებულია ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების მიხედვით და არ არის დარეგულირებული ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სისტემით, რადგან პანსიონების ბენეფიციარები არ იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ – სოციალური სამსახური ზრუნვის პროცესში ჩართული არ არის. ეს ართულებს ბავშვის ისეთი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას...", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge