თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის კრიტიკას ეხმაურება. „იუსტიციის მინისტრმა საყვედური გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და საქართველოს უზენაესი სასამართლო თანამშრომლობენ ელექტრონულ საქმეთა განაწილების წესის დანერგვის კუთხით. ვწუხვართ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი აკრიტიკებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მეშვეობით დონორების ძალისხმევას, ხელი შეუწყონ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის ზრდას, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge