თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად. „შემოსავლების სამსახურის მიერ გასულ კვირას გავრცელებულმა ინფორმაციამ საკონტროლო შესყიდვების გააქტიურების შესახებ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გვსურს მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია აგრძელებს მუშაობას ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ჯარიმები და სანქციები შემსუბუქდეს. სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხზე გარკვეული მზაობა არის, რომ ბიზნესს უფრო გაუმარტივდეს მუშაობა, ამავე დროს, ჯარიმები იყოს დარღვევის ადექვატური.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში ასოციაცია მზადაა კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მეწარმეს და მიაწოდოს ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნების თაობაზე. კანონის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე, ასოციაცია ასევე მოუწოდებს მეწარმეების დაიცვან კანონის მოთხოვნები, ყოველთვის გამოიყენონ სალარო აპარატი, რაც მათ აარიდებთ დაჯარიმების საფრთხეს".
წყარო: მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია