en
ge

EMC გათავისუფლებული დირექტორის ინტერესებს დაიცავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მაია ლაპიაშვილის სახელით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა.
„სარჩელი დედოფლისწყაროში მოქმედი, წმ მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან მოსარჩელის დისკრიმინაციული მოტივით, უკანონო გათავისუფლების საკითხს შეეხება. სარჩელში, EMC ამტკიცებს, რომ მაია ლაპიაშვილის გათავისუფლება "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI)" მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე დასწრების გამო, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, თანასწორობის პრინციპის დარღვევას და პირის დისკრიმინაციას "სხვა შეხედულების” გამო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)