თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში გაშუქებულ წამების კადრებს ეხმაურება.
„მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მედიის მხრიდან აღნიშნული კადრების ზემოაღნიშნული ფორმით ჩვენება, ვინაიდან ეს არღვევს მსხვერპლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და შესაძლოა მძიმე ფსიქოლოგიური შედეგის მომტანი იყოს როგორც თავად მსხვერპლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის. ამასთან, კადრები შეიძლება იოლად ხელმისაწვდომი გახდეს არასრულწლოვანთათვის", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge