en
ge

რა პრობლემები აქვთ ბავშვებს და ახალგაზრდებს აჭარაში?!

27 ოქტომბერს, ბათუმის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთგაცნობა და სამომავლოდ, სოც. უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ერთობლივი სამუშაო სტრატეგიის დასახვა იყო. შეხვედრაზე პირველ რიგში ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობის პრეზენტაცია წარადგინეს, შემდეგ ბათუმში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებზე, მათ ოჯახებსა და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მათი განვითარების პროცესს აფერხებს. ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს როლს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მაინც არაეფექტურია და აუცილებელია პირველ რიგში კვლევის ჩატარება, საჭიროებების გამოვლენა და შემდეგ მოქმედება. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, ბავშვების არასახარბიელო მდგომარეობაში ყოფნის გამომწვევ მიზეზად ქართულ მენტალიტეტს მოიაზრებს, რომლის საფუძვეზეც ბავშვებს ბავშვთა უფლებების დიდი ნაწილი ეზღუდებათ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ მათი შეხვედრები უფრო ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)