en
ge

საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

27 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში - მრავალფეროვნების სკოლის წარმომადგენლები ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე ესაუბრნენ. კერძოდ, გააცნეს ის პროგრამები, რომლის საშუალებითაც სტიპენდიების მოპოვებაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და გერმანიაში განათლების მიღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი, უცხო ენის ცოდნისა და ჯანსაღი მოტივაციის საფუძველზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი პროგრამები, როგორიცაა ევროპის მოხალისეობის სამსახური (EVS), ერასმუს+, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, DAAD-ი და სხვა. შეხვედრას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)