თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკის შესწავლას აგრძელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, „შეისწავლოს ფინანსების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის კახაბერ სონიშვილის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაძლო დარღვევის საკითხი, მოახდინოს სათანადო რეაგირება და დასაბუთებული პასუხი გასცეს არსებულ კითხვებზე.
მეორე მხრივ, ვფიქრობთ, კახაბერ სონიშვილის შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში კორუფციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების ნაკლოვანებებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge