თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება.
„საუბრის მონაწილე პირების მხრიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისა და აღსრულების პროცესის დაწყების შემთხვევაში, მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება, დანაშაულის პროვოკაცია და ძალადობის მიზანმიმართული დაშვება, სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.barristers.ge