აჭარა. 7-8 ნოემბერს, ბათუმში ჩატარდება ინტეგრირებული ტრენინგ-სემინარი „სამოქალაქო აქტივიზმი". პროექტის ფარგლებში უსინათლო ახალგაზრდები და მოხალისეები ერთად იმუშავებენ ისეთ თემებზე როგორებიცაა: მოქალაქის როლი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზები, ადვოკატირება, მოქალაქეობისა და სამოქალაქო უფლებების კონცეფციები და ა.შ. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 17-დან 25 წლამდე ნებისმიერ მსურველს, ვისაც სჯერა, რომ შეზღუდული უნარები არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობებს და სურს მიიღოს ინფორმაცია სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ.
ტრენინგ-სემინარი ტარდება პროექტის „შეზღუდული უნარები არ ნიშნავს შეზღუდულ შესაძლებლობებს" ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში