en
ge

კონფერენცია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის საკითხებზე

თბილისი. 10 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით  გაიმართა კონფერენცია პროექტის – „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება" – ფარგლებში. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსში პრობლემური საკითხები,  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება,   არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და ა.შ.
პროექტი – „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება” – მიზნად ისახავს  ადვოკატირების კამპანიების განხორციელებას და საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზებას ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შესატანად. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ასევე მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით.                     
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)