თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი უკრაინული გამოცემით გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge