თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის მოქმედება, ქმნიდა შანსს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები დარჩენილიყო სასამართლო დარბაზში და არ გადაენაცვლა ქუჩაში. საქალაქო სასამართლოს განჩინება კი, თანმდევი ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ხოლო განჩინებაში არსებული დასაბუთება არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.osgf.ge