თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა და ადვოკატთა ასოციაცია პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
„საია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge