თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და ფიზიკური ზეწოლის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც დაზარალებულის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას", ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ წარმართონ გამოძიება და გონივრულ ვადაში დაასრულონ.
წყარო: www.transparency.ge