en
ge

„ამერიკული ბანაკი“

2015 წლის 18 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, დაბა ბაკურიაში სასატუმრო „თეთრ სახლში” „რეგიონული განვითარების რესურსცენტრისა” და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების პარტნორობით გაიმართება „ამერიკული ბანაკი”. ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-7 მე-8 მე-9 მე-10 მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეებს. ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის ტრენინგები. სასწავლო პროცეს წარმათავს პროფესიონალი პროგრამა FLEX მონაწილეები და ამერიკელი მოხალისეები. ასევე ჩატარდება ტრენინგები ქართულ ენაზე, „სოციალური მედია”, „პროექტების წერა”, „რეზიუმეს შედგენა”. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტრენინგები ქართველი მაღალკვალიფიცირებული ტრენერების მიერ იქნება ჩატარებული. „ამერიკულ ბანაკში” დაგეგმილია შემდეგი სახის აქტივობები: ფილმების ჩვენება-ფასილიტაცია, ტალანტშოუ, დისკოტეკა, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის” ქართულ-ინგლისურ ენაზე და ბოლოს გამოსამშვიდობებელი ბანკეტი. ბანაკის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ორაგანიზაციის მიერ დაფინანსებული იქნება სასწავლო პროცესი, ხოლო მგაზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს დაფარავს თავად ბანაკში მონაწილეები, რომლის ღირებულება 500 ლარს შეადგენს. სასატუმრო „თეთრი სახლი” სამ ვარსკვლვიანია და დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გათვალისწინებულია სამჯერადი კვება (შვედური მაგიდა) და ერთი ყავის შესვენება. 
სრულად...
საკონტაქტო ნომერი: 595339181

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)