თბილისი. 11 დეკემბერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარომოთა ასოციაციასა და საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს ინოვაციურ პროექტებში მცირე და საშუალო კომპანიების ჩართვას, ტექნიკურ დახმარებას, ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს კვლევითი სფეროდან ეკონომიკის სექტორში. ასევე, კონფერენციების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების ფორმირებას დაინტერესებულ პირთათვის, რათა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესში ინოვაციების შესახებ ცოდნის ქსელის შექმნა.