en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ეხმაურებიან.
„ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ადგილსამყოფელთან, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან, ეუთოს და ევროსაბჭოს განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით.
ყოფილი პრემიერი ტრადიციულად კრიტიკული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას, რომლებსაც ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გაგრძელება უწოდა. ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ: მაღალი თანამდებობის პირებმა და პოლიტიკოსებმა ადეკვატურად გაიაზრონ სამოქალაქო სექტორის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და საკუთარ საჯარო გამოსვლებში მოახდინონ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის დემონსტრირება...", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)