თბილისი. 5 ნოემბერს, ასოციაცია „ბავშვი და ოჯახსა" და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომუშავე, ასევე ახალი კადრის მომზადება/გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით (16 დღიანი სატრეინინგო კურსი). ასოციაცია „ბავშვი და ოჯახი” კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში