თბილისი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დოკუმენტალისტები, სტუდენტები და ჩვეულებრივი ადამიანები 24 საათის განმავლობაში იღებენ ვიდეო სიუჟეტებს საკუთარი ქვეყნისა და გამოცდილების შესახებ. ამ უნიკალურ მასალაზე დაყრდნობით იქმნება დოკუმენტური ფილმი – „ერთი დღე დედამიწაზე". პირელი გადაღება 2010 წლის 10 ოქტომბერს (10.10.10), მეორედ – 2011 წლის 11 ნოემბერს (11.11.11) გაიმართა, წელს გადაღება დაგეგმილია 12 დეკემბერს (12.12.12).
თეატრალური უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გადაიღებენ ვიდეო სიუჟეტებს და ფილმის შემქმნელებთან გააგზავნიან. საქართველოში ამ პროცესის ხელშემწყობია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამა.
წყარო: cenn