en
ge

გამჭვირვალობა: „... გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს: „სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მიზნით, გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა დაუშვებელია".
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა 2015 წლის 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვეს შეშფოთება სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების გამოხმაურებებზე, რომლებიც „რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოყვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და კონკრეტულ მოსამართლეზე გამოთქმული შეფასებები, მათ შორის არასამთავრობო სექტორის მხრიდან, განუზომლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებსა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას. ... საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არათუ დასაშვები, არამედ აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდეს საჯარო დებატები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი კონტროლის განხორცილებას მთლიან პროცესზე. ამასთან, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული მოქალაქის უფლებაა, მიიღოს ამომწურავი, მათ შორის კრიტიკული, ინფორმაცია სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. საჯარო დებატებში ასევე გამოხატვის თავისუფლებით დაცულია, იმგვარი განცხადებების გაკეთება, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიმართებით, რომლებიც გაზვიადებული ან თუნდაც პროვოკაციული შინაარსის მატარებელია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის ინტერესი არ უნდა გახდეს გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საფუძველი", ნათქვამია ბლოგში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)