თბილისი. 12 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამართა კვლევის – ,,მედიასთან ურთიერთობის სტანდარტები საქართველოში'' – პრეზენტაცია. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში მედიასთან ურთიერთობის სტანდარტის შესწავლას, არსებული პრობლემების გამოვლენას და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზების შეთავაზებას.
სამართლებრივი ანალიზი მომზადებულია საია–ს მიერ დაფიქსირებული ფაქტებისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით.
წყარო: gyla.ge