en
ge

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა ქუთაისში „პოლიტიკის სკოლა” გახსნა

„პოლიტიკის სკოლის” ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდება ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE-USAID) რამდენიმე დღის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითებს როგორიცაა: საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ეთიკის ნორმები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და საარჩევნო სისტემები, დემოკრატიულად მუშაობის მინიმალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიებისათვის, თანასწორობის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტები (გენდერი, შშმ პირები, ეთნიკური უმცირესობები), პოლიტიკური კამპანია და სხვ.
„პოლიტიკის სკოლა” უკვე წარმატებით განხორციელდა: რუსთავში, ახალციხეში, თელავში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გორში. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია პოლიტიკის სკოლის განმეორებით განხორციელება ქალაქ ახალციხეში, მონაწილეთა მოთხოვნის საფუძველზე.
პროექტი „პოლიტიკური პარტიების განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად” ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)