en
ge

GARB მინისტრ ქუმსიშვილს მიმართავს, დაინტერესდეს „ტელეარხ 25“-ის პრობლემით

თბილისი. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB) თხოვს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილის, დაინტერესდეს ბათუმის ტელეკომპანია „ტელეარხი - 25" -ის პრობლემით და მასზე მოახდინოს რეაგირება.
ასოციაციისთვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღემდე ვერ ხერხდება ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო აპარატურის დამონტაჟება ბათუმთან ახლოს მდებარე ომბოლაურის ანძაზე. არხი მესამე თვეა ელოდება ნებართვას ანძის გამოყენებაზე და ვერ იღებს პასუხს.
„განსაკუთრებით სამწუხაროა ის გარემოება, რომ შექმნილი პრობლემის გამო შეწყვეტილია ,,ტელეარხ 25-ის” სიხშირული, უფასო მაუწყებლობა, რაც აუცილებელს ხდის პრობლემაზე ოპერატიულ რეაგირებას", აღნიშნულია წერილში.
სრულად...
წყარო: www.media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)