სამეგრელო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 12 დეკემბერს, საკუთარი აქტივობები და მიმდინარე პროექტები საზოგადოების წარმომადგენლებს
გააცნო. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დახმარება, მათთვის უსასყიდლო ფსიქო-სოციალური და იურიდიული კონსულტაციები, დაკარგული პირების ძებნა, ეკონომიკის უსაფრთხოების ინიციატივები, ე. წ
ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი ინციდენტების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, კონფლიქტით გახლეჩილი ოჯახების შეერთება, ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელსაც ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისი ახორციელებს. სწორედ ამ
მიმართულებების შესახებ წარუდგინა ორგანიზაციამ საზოგადოებას შემაჯამებელი
ინფორმაცია.