თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საჯარო დისკუსია გამართა. შეხვედრის ორგანიზატორებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგები. რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში, საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.
დისკუსია პროექტის
„ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლავ გეგმავს
საჯარო დისკუსიების მოწყობას ელექტრონული პლატფორმებისა და ვებ-გვერდების გამოყენებასთან
დაკავშირებით. დაგეგმილია შეხვედრის ორგანიზება საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებთანაც.