თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.
„მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევისას მუნიციპალიტეტი აუცილებლად უნდა დაეყრდნოს შესაბამის კვლევებს, რომელიც უნდა ჩატარდეს ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა ყველა ჯგუფის ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია პრიორიტეტები არასწორად იქნეს შერჩეული, რაც ბიუჯეტის არასასურველი მიმართულებით, არაეფექტიანად გახარჯვის რისკებს წარმოქმნის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge