თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის". ოლიმპიადა ბოლო 6 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იმართება. წელს
მასში მონაწილეობა მიიღო– თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსისი სტუდენტების 8 გუნდმა.
ოლიმპიადას
ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.
დახურვის
ღონისძიებაზე გამოცხადდა გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე , საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეული და ჟიურის სიმპათია .ფინანსურმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ "IRZ” დაასახელა საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც გადაეცა მათ მიერ დაწესებული მთავარი პრიზი.
წყარო: gyla.ge