თბილისი. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის მიზნით მიმდინარე პროცესი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესის საგანია, ვინაიდან კონკურსი გამოცხადებულია რამდენიმე ათეულ ვაკანტურ ადგილზე და ქვეყანაში მოქმედებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემა. ამდენად, საზოგადოების მაღალი დაინტერესება ლეგიტიმურია და საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ყოველ ეტაპზე ჰქონდეთ სრული ინფორმაცია კანდიდატებისა და საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებების შესახებ”, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge