თბილისი. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
„სახალხო დამცველმა, როგორც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულმა ორგანომ, შექმნა მექანიზმი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტთან ერთად მოიცავს საკონსულტაციო საბჭოს და მონიტორინგის ჯგუფს. მექანიზმის საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე შეირჩა კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ჯგუფი", ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო: www.ombudsman.ge