თბილისი. 15-18 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბრემენის უნივერსიტეტი სტუდენტებს სალექციო კურსს სთავაზობენ. სალექციო კურსების სერიას „არაფორმალური ეკონომიკა: დიაგნოზი და გამოსავალი" გაუძღვება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დოქტორანტი ლელა რეხვიაშვილი.
„სალექციო კურსის მიზანია არაფორმალურ ეკონომიკაზე არსებული ცენტრალური თეორიების: დუალისტური, ინსტიტუციონალისტური, სტრუქტურალისტური, და პოსტ-სტრუქტურალისტური პერსპექტივების კრიტიკული განხილვა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge