თბილისი. კოალიცია ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, რომელიც მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.
„წლებია არასამთავრობო ორგანიზაციები მივუთითებთ მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მოქმედი წესის ძირეულ ხარვეზებზე, რომლის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას ახორციელებს გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით. შედეგად, საბჭოს მიერ გაკეთებული არჩევანის, ისევე როგორც მთელი პროცესის ობიექტურობის შეფასება შეუძლებელია, როგორც კონკურსში მონაწილე პირების, ასევე გარე დამკვირვებლისათვის. მსგავსი სისტემა ქმნის რეალურ საფუძველს იმისათვის, რომ საბჭოს წევრებმა, ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისა და მეთვალყურეობის გარეშე, დანიშნონ მათთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს", ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: gyla.ge