აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში 7, 8 დეკემბერს ბათუმსა და ქუთაისში გამართავს შეხვედრებს. მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა ძირითადად რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებას. შესაბამისად, საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფენ.
წყარო: ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში