თბილისი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრმა მოამზადა ანგარიში – „აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებში
მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში". იგი ეხება აღმოსავლეთ
პატრნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს ადგილობრივი
მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით. აღნიშნული
ანგარიში განხორციელდა პროექტის „აღმოსავლეთ პატრნიორობის ქვეყნებში ადგილობრივ
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის" ფარგლებში, რომლის
ფინანსურია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ანგარიშის
მომზადებაში მონაწილეობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ფორუმის საჯარო მმართველობის რეფორმის ქვეჯგუფის 6 წევრი ორგანიზაცია, ესენია: ”ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი” (აზერბაიჯანი); ”საფინანსო ოფიცერთა თემების ასოციაცია საზოგადოებრივი ორგანიზაცია სომხეთი” (სომხეთი); ”ფონდი სისისი კრეატივის ცენტრი” (უკრაინა); ”ურბანული განვითარების ინსტიტუტი” (მოლდოვა); ”ლევ საფიეჰას ფონდი” (ბელორუსი); ”საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (საქართველო).
ანგარიში - ”აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში”