en
ge

თემი „ქედელის“ შშმ პირები მოწიწებით და სიამოვნებით გიზიარებენ პირველ ალბომს

კახეთი. „მზე შინა" – ასე ჰქვია თემი „ქედელის" ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამღერ პირველ ალბომს, რომელშიც შესულია ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები, მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თემის წევრებზე ზრუნვას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გარე სამყარომ გაიზიაროს და გამოიყენოს ჩვენი შრომის ნაყოფი. გვსურს ყველამ დაინახოს, რომ როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ჩვენც გვიხარია, რომ გვაქვს იტერესები, უნარები, შესაძლებლობები და შეგვიძლია მათი შესაბამისად წარმოჩენა. დიდი მოწიწებით და სიამოვნებით გიზიარებთ ჩვენს სიმღერებს", – ასეთი წარწერა აქვს ალბომს, რომლის ავტორების ერთადერთი ოჯახია თემი „ქედელია".
თემი „ქედელი" 2000 წელს დაფუძნდა საქართველოში, როგორც საცხოვრებელი თემი შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის, რათა მათ შეუქმნას ღირსეული საარსებო გარემო. უზრუნველყოს მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია, შრომითი თერაპიული საქმიანობის გზითა და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების უნარების განვითარებისათვის.
გაიზიარეთ და შეიძინეთ მათი სიმღერების ალბომი.
ელ–ფოსტა: qedelicommunity@gmail.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)