1-8 დეკემბერს, სიდას ორგანიზებით, საქართველოს 6 ქალაქში (ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, მარნეულში და რუსთავში) მიგრაციის თემაზე ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგის მიზანი იყო მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის. „მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: არალეგალური და ლეგალური მიგრაციის საკითხები, მიგრაციასთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა, შრომით ბაზარზე და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტრეფიკინგის საფრთხეები და რეფერალური მექანიზმები, რეინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები, ევროკავშირის მიგრაციის კრიზისი...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში