თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" „ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების" კვლევას აქვეყნებს. კვლევა სამ თვითმმართველ ქალაქს - თბილისს, ქუთაისსა და ზუგდიდს მოიცავს და განიხილავს მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს.
„წარმატებულ ადგილობრივ ანტიკორუფციულ სისტემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ადგილობრივ დონეზე კორუფციის შემცირების მხრივ. ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემა მოიცავს რამდენიმე ძირითად ინსტიტუტს, რომელიც, როგორც წესი, ადგილობრივ ხელისუფლებაში გვხვდება: ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო), აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია ან გამეგობა), ადგილობრივი ბიუროკრატია (საჯარო მოსამსახურეები)”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge