თბილისი. 9 ნოემბერს, სოციალური საწარმოების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ასოციაცია ანიკას გადასცა პრიზი, წლის საუკეთესო სოციალური საწარმოს შექმნისათვის.
პროექტი - ჩვენ ერთად შევცვლით სამყაროს, ასოციაცია ანიკამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დახმარებით 2015 წელს შექმნა, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისათვის სამკერვალო საქმის შესწავლა იყო, შემდგომში მათი დასაქმების მიზნით.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში