თბილისი. 13 დეკემბერს მაღაზია „ლიგამუსში" გაიმართა ფილმის ჩვენება „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში".
ფილმში ასახულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმ დაზარალებული პირების ისტორიები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მუქარის გზით აიძულებდნენ საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას, ჩუქებას ან სხვა გზით ჩამორმევას.
ფილმი მომზადებულია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ ინიცირებული და დაფინანსებული კოალიციური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში საკუთრების ხელყოფის ფაქტების გამოვლენასა და მათ პრევენციას. პროექტის შედეგად გამოვლინილ შემთხვევებზე მასალები გადაგზავნილია პროკურატურაში და ზოგიერთ მათგანზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: osgf.ge