სამცხე-ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტები, პროექტ „უფასო იურიდიული დახმარების შეთავაზება, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას" ფარგლებში, სოფელი ურაველისა და მუსხის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია მოსახლეობაში არსებული იურიდიული პრობლემების ადგილზე შესწავლა და მოსახლეობისთვის, უფასო იურიდიული დახმარების აღმოჩენა.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში