სამეგრელო. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) გენდერული თანასწორობის და ქალის პოლიტიკურ პროცესებში გააქტიურების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, 14 ოქტომბერს, ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
IFES-ის გენდერის და ინფორმირებულობის პროექტის მენეჯერმა, ლადო მკერვალიშვილმა განაცხადა, რომ გენდერული ვითარების ერთ-ერთი პრობლემა საქართველოში არის გარემოება, რომლის მიხედვით, ხშირად თავად ქალები არ არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.
შეხვედრაზე მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა შვედეთიდან აუდიტორიას განუცხადა, რომ მის ქვეყანაში ქალები საჯარო სამსახურებში მამაკაცების მსგავსად თანაბარი რაოდენობით მუშაობენ, თუმცა შედარებით დაბალ პოზიციებზე. „შვედეთი შესაძლოა მისაბაძი მაგალითი იყოს საქართველოსთვის, მაგრამ სრულყოფილებისგან შორს ვართ", – განმარტა ევროკავშირის წარმომადგენელმა.