მცხეთა-მთიანეთი. პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებსიათვის” ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში შექმნილ სათემო სარესურსო ცენტრში ფოტო-გამოფენა „ძლიერი ქალები" გაიმართა.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ ფშაველი ქალების ისტორიები, რომლებიც ახალგაზრდების აზრით, მომავალი თაობებისთვის სამაგალითოები არიან თავიანთი განვლილი ცხოვრებით. გამოფენას ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდი „ტასოს" წარმომადგენლების გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ერთხმად გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების შემდგომ განვითარებას. მაღაროსკარის სათემო სარესურსო ცენტრი ერთ-ერთია პროექტის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში გახსნილ ცენტრებს შორის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში