თბილისი. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ.
„2 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ.
„საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი არასამათავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ინიციატივის სრულ უგულვებელყოფას. მიგვაჩნია, რომ კომიტეტის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.isfed.ge